Q. როგორ დავრეგისტრირდე ოლიმპიადაზე? Q. ვის შეუძლია ოლიმპიდაში მონაწილეობის მიღება? Q. შეუძლიათ თუ არა სვიფტის მათემატიკის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ფიზიკა-მათემატიკური სკოლების მოსწავლეებს? Q. სად ჩატარდება ოლიმპიადები? Q. რამდენი ტურიისაგან შედგება თითოეული საგნის ოლიმპიადა? Q. შესაძლებელია თუ არა შესარჩევ ტურში მონაწილეობის მიღების გარეშე ფინალურ ტურში ჩართვა? Q. რომელ საგნებში ჩატარდება ოლიმპიადა? Q. როგორ უნდა შეამოწმოს მონაწილემ სვიფტის ოლიმპიადაზე დაფიქსირებული შედეგი? Q. როგორ გადავიხადოთ ოლიმპიადის საფასური? Q. მოქმედებს თუ არა შეღავათები სოციალურად დაუცველი მონაწილეებისათვის? Q. მოქმედებს თუ არა შეღავათები მრავალშვილიან ოჯახებზე? Q. როდის და სად მივიღებთ დიპლომს/სერთიფიკატს? Q. როგორ გამოვლინდებიან გამარჯვებულები?

Q. როგორ დავრეგისტრირდე ოლიმპიადაზე?


ოლიმპიადაზე რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ვებ - გვერდს www.swift.com.ge და შეავსეთ რეგისტრაციის ველი სრულად.

Q. ვის შეუძლია ოლიმპიდაში მონაწილეობის მიღება?


ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების II-XII კლასების მოსწავლეებს.

Q. შეუძლიათ თუ არა სვიფტის მათემატიკის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ფიზიკა-მათემატიკური სკოლების მოსწავლეებს?


ფიზიკა-მათემატიკური სკოლებს მოსწავლეები სვიფტის მათემატიკის ოლიმპიადაში კონკურსგარეშე მონაწილეები იქნებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მიიღებენ მონაწილეობას, გადაეცემათ დამსახურებული დიპლომი ან სერთიფიკატი, თუმცა საპრიზო ადგილზე გასვლას ვერ შეძლებენ. რაც შეეხება, ქართულს, ინგლისურსა და სამოქალაქო განათლებას აქ ფიზიკა-მათემატიკური სკოლების მოსწავლეები შეზღუდვების გარეშე ჩაერთვებიან.

Q. სად ჩატარდება ოლიმპიადები?


ოლიმპიადები ჩატარდება საქართველოს 9 ქალაქში. ჩატარების ადგილები გამოქვეყნდება ოლიმპიადის პირველ ტურამდე ერთი კვირით ადრე.

Q. რამდენი ტურიისაგან შედგება თითოეული საგნის ოლიმპიადა?


თითოეული საგნის ოლიმპიადა შედგება I შესარჩევი და II ფინალური ტურისაგან.

Q. შესაძლებელია თუ არა შესარჩევ ტურში მონაწილეობის მიღების გარეშე ფინალურ ტურში ჩართვა?


არა, რადგან შესარჩევი ტური წინაპირობაა ფინალურ ტურში მოსახვედრად.

Q. რომელ საგნებში ჩატარდება ოლიმპიადა?


ოლიმპიადა ჩატარდება ქართულში, ინგლისურში, მათემატიკასა (II კლასიდან XII კლასის ჩათვლით) და სამოქალაქო განათლებაში (IX კლასიდან XII კლასის ჩათვლით).

Q. როგორ უნდა შეამოწმოს მონაწილემ სვიფტის ოლიმპიადაზე დაფიქსირებული შედეგი?


ოლიმპიადის შედეგები ხუთ სამუშაო დღეში გამოქვეყნდება ჩვენს ვებ - გვერდზე. თითოეული მონაწილის შედეგი იქნება კონფიდენციალური და მონაწილეები ინდივიდუალურად მინიჭებული კოდების საშუალებით ნახავენ.

Q. როგორ გადავიხადოთ ოლიმპიადის საფასური?


ოლიმპიადის საფასურის, 20 ლარის, გადახდის რამდენიმე გზა არსებობს:

  • 1. ონლაინ გადახდა;
  • 2. საქართველოს ან თიბისი ბანკის სერვისცენტრები;
  • 3. სწრაფი გადახდის აპარატები;

Q. მოქმედებს თუ არა შეღავათები მრავალშვილიან ოჯახებზე?


მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სვიფტელები, ოლიმპიადის II ტურში გადასვლის შემთხევაში გადაიხდიან 10 ლარს.

Q. როდის და სად მივიღებთ დიპლომს/სერთიფიკატს?


ოლიმპიადის დასრულების შემდგომ, ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე, მონაწილეებს კუთვნილი დიპლომები და სერთიფიკატები გადაეცემათ სკოლებში.

Q. როგორ გამოვლინდებიან გამარჯვებულები?


მონაწილეები ოლიპიადის II ფინალურ ტურში დაფიქსირებული შედეგების მიხედვით მიიღებენ ოლიმპიადაში მონაწილეობის სერთიფიკატს ან ქულის შესაბამისი ხარისხის სერთიფიკატს. რეიტინგულ სიაში მოხვედრილი მონაწილეები კი დაჯოლდოვდებიან ფასიანი პრიზებით.