Swift.Com.Ge

სვიფტმა განათლების სისტემაში მოღვაწეობა 2017 წლიდან დაიწყო.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი სასკოლო საგანმანათლებლო ოლიმპიადა,რომელიც მოსწავლეს აუმაღლებს სწავლისადმი მოტივაციას, მისცემს განვითარების საშუალებას და შესაძლებლობას მუდმივად აკონტროლოს ცოდნის დონე.

სვიფტის ძირითადი საქმიანობა სასკოლო საგნობრივი ოლიმპიადების ორგანიზებაა ოთხ საგანში: ინგლისურში, ქართულში, მათემატიკასა და სამოქალაქო განათლებაში. თითოეული საგნის ოლიმპიადა შედგება პირველი შესარჩევი და მეორე ფინალური ტურისაგან.

საოლიმპიადე აქტივობებში მონაწილეობას საჯარო და კერძო სკოლების II - დან XII კლასის ჩათვლით მოსწავლეები.

სვიფტის გუნდის თითოეული წევრი, ვფიქრობთ, რომ ჩვენს მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაში მონაწილეობა მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას მიიღოს გამოცდილება, ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ, თავდაჯერებულ პიროვნებად და გახდეს წარმატებასა და განვითარებაზე ორიენტირებული.